სირიის ქალაქ ალეპოში სამშაბათს და ოთხშაბათს განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 145 ადამიანი დაიღუპა.
აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამაშველო სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 2 დღის განმავლობაში მიმდინარე საჰაერო დარტყმები მიზნად ამბოხებულების განადგურებას ისახავდა რამდენიმე დღიანი ზავის შემდეგ, რა დროის განმავლობაშიც მშვიდობიან მოქალაქეებს ქალაქი უნდა დაეტოვებინათ.
როგორც ცნობილია, ალეპო არის ქალაქი, რომელიც წლების განმავლობაში ხელისუფლებასა და აჯანყებულებს შორის შუაზე გაიყო.