დღეს, სადღესასწაულო წირვის ჩატარების შემდეგ, პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
ილია მეორემ განაცხადა, რომ სვეტიცხოველი ეს არის უწმინდესი ადგილი და მისი მოლოცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
უწმინდესმა მრევლს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამაში დიდი წვლილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიუძღვის.
"დღევანდელ დღესასწაულზე, ამ წირვა-ლოცვაზე ბრძანდებიან პრემიერ-მინისტრი საქართველოსი და მინისტრები. ეს არის თქვენი დიდი დამსახურება, ბატონო გიორგი", _ ბრძანა პატრიარქმა.