საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერის მანანა კობახიძის ინფორმაციით, ზუგდიდში გამართულ განმეორებით არჩევნებზე, წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ. ამის შესახებ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
"არის! განმუხურიც და ჯიხაშკარიც! "ოცნება" იგებს! საქართველო იგებს! დღეს სამეგრელომ ღირსება დაიცვა! ვულოცავ ყველას კიდევ ერთ, დიდ გამარჯვებას!
პ.ს ისე, კი არაფერი თითქოს, მაგრამ დღეს ზუგდიდი- ანაკლია- განმუხური-ჯიხაშკარი, წინ და უჯან 300 – ზე მეტი კილომეტრი გამივლია, მიყვარს მე ჩემი საქართველო!" _ წერს კობახიძე საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.