საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, იმისთვის, რომ სამართალდამცავებმა შეძლონ დახმარება, აუცილებელია ძალაობის მსხვერლთა მხრიდან თანადგომა.
”ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შსს-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ამ ძალზე მგრძნობიარე პრობლემის დასაძლევად, იმისთვის რომ პოლიციელმა შეძლოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის შესრულება, აუცილებელია თავად ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეების თანადგომა, მხარდაჭერა და თანამშრომლობა. მივმართავთ ყველა მსხვერპლს, არ გავუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას, ნუ შეშინდებით მთელი ჩვენი უწყება, 40 000 ადამიანი თქვენ გვერდით ვართ იმისთვის, რომ დაგიცვათ”, _ განაცხადა შს მინისტრმს გიორგი მღებრიშვილმა.