ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების ოცეულს შაკირა ჩაუდგა სათავეში და ის პირველობას, ჯერჯერობით, არავის უთმობს. ჟურნალმა „Los Angeles Weekly“ გამოაქვეყნა უკვე სექსუალურების ოცეული. "ცხელ ოცეულში" ის მომღერლები მოხვდნენ, რომელთაც პოპულარობის პიკს ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიაღწიეს.
რეიტინგის ლიდერი კოლუმბიელი მომღერალი, კომპოზიტორი და მოცეკვავე შაკირაა. ოცეულში ასევე მოხვდნენ: ბრიტნი სპირსი, ბიონსე, ავრილ ლავინი, შირლი მენსონი, მადონა, ჯენიფერ ლოპესი, ტეილორ სვიფტი, კორტნი ლავი და 80-იანი წლების ვარსკვლავი სამანტა ფოქსი.
გაურკვეველი მიზეზების გამო, რეიტინგის ავტორებმა მომღერალი რიანა ტოპ-ოცეულში არ შეიყვანეს. რიანა გასულ წელს ჟურნალმა „Esquire“ დედამიწაზე ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა.