„პატრიოტთა ალიანსი“ აპირებს სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რადგან, როგორც პარტიის ლიდერი დავით თარხან-მოურავი აცხადებს, მათ 6 მანდატზე მეტი ეკუთვნით.
„ყველა პარტია, რომელიც დარჩა ბარიერს მიღმა, ვერ გადალახა ბარიერი, მათი პროცენტები უნდა განაწილდეს ახლა იმ პარტიებზე, ვინც შევიდა პარლამენტში. მხოლოდ ხელისუფლება და ნაციონალური მოძრაობა ინაწილებს რატომღაც ამ დარჩენილ 17 ადგილს, ჩვენ არ ვმონაწილეობთ იქ, რაც არასწორია. ჩვენ გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, რომ დროულად მოახდენს რეაგირებას და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, მაშინ ჩვენ 8 მანდატს მივიღებთ“, _ აღნიშნა დავით თარხან-მოურავმა.