20-23 ოქტომბერს მესტიაში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ალიოშა ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი კრივში, სხვადასხვა ასაკში.
აღნიშნულ ღონისძიებაში ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის ნაკრები გუნდიდან, 2003 წლებში დაბადებულთა შორის, 38კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ოთარ აბესაძე.
რაც შეეხება მეორე საპრიზო ადგილს, 2002 წლებში დაბადებულთა შორის, 40კგ წონით კატეგორიაში, დაიკავა რომა აბესაძემ. 2000 წელს დაბადებულთა შორის, 44კგ წონით კატეგორიაში კი _ გიორგი ცქვიტინიძემ. მწვრთნელი იულო საჯაია ამბობს, რომ ეს არის ძალიან კარგი და საამაყო შედეგი.