გიორგი ბოტკოველი გადაცემა არჩევანში ენმ-ის მხარდამჭერებზე არსებულ ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კონკრეტული გვარებისა და სახელების დასახელებას ის ხვალ სპეციალურ ბრიფინგზე გეგმავს.
„ახლაც, პირდაპირ ეთერში გვირეკავენ ადამიანები და დაშინების ფაქტებზე გვესაუბრებიან. ხვალ ვაპირებ იმ კონკრეტული ჩინოვნიკების დასახელებას, მოქმედი ჩინოვნიკების, მოქმედი პოლიციელების, ყოფილი პოლიციის თანამშრომლების, რომლებიც თელავსა და ყვარელში აშინებენ მოსახლეობას და დადიან კარდაკარ და ემუქრებიან მოქალაქეებს. ხვალ მათ სახელებს დავასახელებ“, _ განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.