ახმეტელის თეატრის მსახიობი ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელის ზვიად ბერიაშვილის გარდაცვალების შესახებ იუწყება.
"ჩვენი ზვიადი…. უფალმა გაანათლოს შენი სული ზვიად…
გვიყვარხარ და გვეყვარები მუდამ, მადლობა თითოეული წუთისთვის, რაც ჩვენთან ერთად გაატარე,ბევრი სითბოსა და სიკეთისთვის..მადლობა ღმერთს რომ ვიცნობდი შენნაირ კეთილ, ნიჭიერ და მშრომელ ადამიანს …
ძალიან დამწყდა გული… ძალიან…
ჩვენ ვილოცებთ შენთვის", _ წერს ანდრია გველესიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ანსამბლების "იმერის" და მუხამბაზის წევრი, "ქალდეას" და ბავშვთა ფოლკლორული გუნდის "დავითიანის" ხელმძღვანელი ზვიად ბერიაშვილი წლების განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. მეგობრებისა და ახლობლების დახმარებით სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შესძლეს.