სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ყველას შეუძლია გაშიფროს საიდუმლო, როგორც თავისი, ასევე, სხვების. ამისთვის საჭიროა დავაკვირდეთ არომატის მიმართულებას. ყველა არომატის კლასიფიცირება შეიძლება, მთავარია, დავაკვირდეთ და გავიგოთ, რას ნიშნავს ის.
აღმოსავლური სურნელი – ვანილი, ამბრა, მუსკატის კაკალი და შავი პილპილი. ამ არომატის მოყვარული ადამიანები, აფასებენ ტრადიციებს. უყვართ მარტოობა, კოლექციონერობა, ხშირად გამოირჩევიან ეფექტური გარეგნობით. თავს უვლიან და როგორც წესი, ძალიან განათლებულები არიან.
ციტრუსის არომატი – ვისაც ციტრუსის არომატი მოსწონს, გამოირჩევა ორგანიზებულობით, დისციპლინით, უყვართ ყველაფრის დაგეგმვა და იბრძვიან წარმატების მისაღწევად.
ხილის არომატი – უყვართ ხმაურიანი კომპანიები. სანდო ადამიანები არიან, შეუძლიათ ჯგუფური მუშაობა და კარგად ესმით იუმორი.
ყვავილოვანი არომატი (თეთრი ყვავილები) – თუ თქვენ ამ ჯგუფიდან, რომელიმე არომატს იყენებთ, ესე იგი ძალიან მსუბუქი სასიამოვნო და სანდო მეგობარი ხართ, თუმცა ცოტა მეგობარი გყავთ.
ყვავილოვანი არომატი (თაიგული) _ ვარდები და ჟასმინი. თუ თქვენ ყვავილების ნაკრების არომატს იყენებთ, მაშინ გიყვართ სხვისი ცხოვრების გალამაზება. ხართ კოლექციონერი და კარგი დიასახლისი.
ხის არომატი – გამოირჩევიან ელეგანტურობით და თავშეკავებულობით. არიან სანდოები, განათლებულები, ნაკითხები და ფრთხილები. სიმშვიდეს ინარჩუნებენ კრიტიკულ მომენტებშიც კი.
მწვანე ტყის არომატი – ასეთი სურნელის მოყვარულები, ძირითადად, სპორტით არიან დაკავებულნი და უფრთხილდებიან ფიგურას.
ოკეანის ან ზღვის არომატები – ეშინიათ დახურული სივრცის და ამიტომ დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს ამ ტიპის არომატები. მათ არ უყვართ ზედმეტი მორთვა, გამოირჩევიან მინიმალისტური ჩაცმის სტილით.
ჰაეროვანი არომატები – მათი სუნი გვაგონებს სუფთა ჰაერს და მაღალმთიან ადგილებს. ასეთი არომატის მოყვარულები ხშირად ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ უყვართ ქალაქგარეთ გასვლაც. შეუძლიათ ჰარმონიას მიაღწიოს ქალაქში და ქალაქგარეთ ცხოვრებისას. არიან მოდის მიმდევრები.
იმაგეკულინარული არომატები: ფინიკი, ყველი, ყავა, ვისკი, პორტვეინი, შამპანური. დახასიათება: სტილი, შარმი, სექსი. გამოირჩევიან გამბედაობით და მამაცობით. არიან საკუთარ თავში ჩაკეტილები, გამოუცნობი ადამიანები.
ტყავის არომატებს, როგორც წესი, იყენებენ მამაკაცები: გამომძიებლები და მეცნიერები.