არავისთვის არ არის საიდუმლო რომ ბანანი – ყველაზე გავრცელებული ხილია მსოფლიოში. ის გემრიელია, ნოყიერია და იაფია. მაგრამ ბევრი ვერც კი ხვდება რამდენად სასარგებლოა ის.
საქმე არა მარტო იმაშია რომ ის შეიცავს კალიუმს. ბანანი ძირითადად შეიცავს სხვადასხვა ფრუქტოზას, შაქარს, გლუკოზას და ბევრ სასარგებლო ვიტამინებს.
მასში ბლომადაა ბოჭკოები. კვლევებით დადგინდა, რომ ბანანი ასევე შეიცავს “Erotonin'' და “Norepinephrine'' – ჰორმონებს, რომელიც ეხმარება დეპრესიასთან ბრძოლაში.
მაგრამ მეცნიერებმა კიდევ ერთი საიდუმლო აღმოაჩინეს ბანანში: ისინი იცავენ კუჭს წყლულისაგან, ანადგურებენ მავნე ბაქტერიებს. ასევე არეგულირებენ არტერიულ წნევას. ბანანი შეუფასებელი ხილი ყოფილა პროფილაქტიკისათვის ინფარქტისა და ინსულტის თავიდან ასაცილებლად.