,,არჩევნებისთვის ყველამ გამომიყენა და ყველა წავიდა თავის გზით. უკვე არავის არაფერი აინტერესებს . სასამართლოებიც უმიზეზოდ რამდენჯერმე გადაიდო. ამბობენ, გოდერძი თევზაძე არ არის მკვლელიო, მაშინ ეჭვი მაქვს, რომ ჩემი შვილის მკვლელი გარეთ, თავისუფალი დადის", _ ეს განცხადება ნონა ჯოჯუამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
22 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა ამბობს, რომ ის რამდენჯერმე შეაშინეს.
ვიღაცეები მაშინებენ და ამის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ სად არის შედეგები. ვფიქრობ იმასაც, რომ გოდერძი თევზაძე შეიძლება არ იყოს მკვლელი და ნამდვილი დამნაშავე თავისუფლია, ამიტომ დღესაც შიშის ქვეშ ვარ“ , _ განაცხადა ნონა ჯოჯუამ.
8 აგვისტოს სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახალგაზრდამ წერილი დაწერა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. როგორც სტურუა, სუიციდამდე რამდენიმე წუთით ადრე დაწერილ წერილში წერს, მას სამტრედიის ერთ-ერთი პოლიციელი, სამართალდამცავებთან თანამშრომლობას აიძულებდა.
დემურ სტურუა წერილში წერდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიციის, გოდერძი თევზაძის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მას მოკლავდნენ. გარდა ამისა, სტურუა მის მიმართ გახორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობდა.
სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებლის გოდერძი თევზაძე თავდაპირველად მიიმალა, თუმცა მოგვოიანებით პოლიციას თავად ჩაბარდა. გამოძიება ამ უკანასნელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.