ქართული ოცნების პრესსამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, #60 მაჟორიტარულ ოლქში (ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთის 6 სოფელი) "ქართული ოცნების" კანდიდატი ნინო წილოსანი, დამოუკიდებელ კანდიდატს, აკაკი ჩხაიძეს 80%-ით უგებს.
"ნინო წილოსანი ამომრჩეველს მადლობას უხდის" _ აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.
ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა კი ჩოხატაურში დაფიქსირდა.