ახალშენის საარჩევნო უბანი (ჩოხატაურის ოლქი) დღეს ნინო წილოსანმა მოიგო. „ქართული ოცნების“ კანდიდატს 105-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. დამოუკიდებელ კანდიდატს, აკაკი ჩხაიძეს, რომელმაც 8 ოქტომბერს ეს უბანი მოიგო, დღეს მხოლოდ 76-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.