წინასწარი მონაცემების მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ნინო წილოსანმა ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში, რომელსაც ოზურგეთის 6 სოფელიც ემატება ხმების 73.51% მიიღო. მას ხმა 11494 ამომრჩეველმა მისცა.
დამოუკიდებელმა კანდიდატმა აკაკი ჩხაიძემ ხმების 25.26% დააგროვა _ ჩხაიძეს ნდობა 4039 ამომრჩეველმა გამოუცხადა.
ლანჩხუთის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა 15 990 ამომრჩეველმა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბრის მსგავსად, წილოსანს ლანჩხუთელებზე მეტი მხარდაჭერა ჩოხატაურელებმა გამოუცხადეს.