წინასწარი მონაცემებით, სამეგრელოს 6-ვე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატება გაიმარჯვეს.
ფოთის #61 ოლქში, რომელშიც ლანჩხუთის ორი და ოზურგეთის სამი სოფელიც შედის, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ ხმების 75,5% მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ბექა ბასილაიამ _ 24,47%.
სენაკის #63 მაჟორიტარულ ოლქში, 75,19%ით იგებს "ქართული ოცნების" კანდიდატი ირაკლი ბერაია; ზუგდიდის # 65 ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატს მერაბ ქვარიას 70,71% აქვს.
ზუგდიდის #66 ოლქის 49-დან მხოლოდ 22 უბნის შედეგებია დათვლილი. ამ მონაცემებით "ქართული ოცნების" კანდიდატს ედიშერ თოლორაიას ხმების 74,58% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან“ სანდრა რულოვსს, რომელმაც განაცხადა, რომ მეორე ტურში აღარ მონაწილეობს, 25,42%.
წალენჯიხის #67 ოლქში 69,21%,-ით ლიდერობს "ქართული ოცნების" კანდიდატი გოგა გულურდავა.