წინასწარი მონაცემებით მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნებს" კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ გაიმარჯვა.
ცესკო-ს ვებგგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხუნდაძეს ამომრჩეველთა 50.11%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის კონკურნეტს _ ცეზარ ჩოჩელს 49.89%-მა.
მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში სულ 45 უბანი იყო.
რაც შეეხება დანარჩენს ოლქებს _ 50 ოლქში დანიშნული მეორე ტური. 48 ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა მოიგეს.
გამონაკლისი ორი ოლქია _ ხაშურის #43 მაჟორიტარულ ოლქში „თოფაძე – მრეწველების“ კანდიდატი სიმონ ნოზაძე ლიდერობს და თბილისში, მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.