პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების პროცესი და ხმის დათვლა მთლიანად დასრულებულია, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩველს საშუალება მიეცა, გამოეხატა საკუთარი ნება _ ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, იყო ცალკეული შემთხვევები, თუმცა მთლიანობაში პროცესი განხორციელდა გამჭვირვალედ და ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში, შეფერხების გარეშე შეძლეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
"მადლობას ვუხდი თითეულ არმომრჩეველს, ვინაიდან მათ გამოიჩინეს მაღალი მოქლაქეობრივი პასუხისმგებლობა, მივდინენ არჩეევნების მეორე ტურზე. მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის თითეულ წარმომადგენელს გაწეული საქმიანობისთვის. მათ დიდი ძალისხმევა ჩადეს, რომ მაღალ დონეზე მომსახურებოდნენ ამომრჩეველს და პროფესიულ დონეზე უზრუნველეყოთ არჩევნების ორგანიზება. მინდა, მადლობა გადავუხადო საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, მედიას, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ვინაიდან მათ ჩვენთან ერთად ხელი შეუწყვეს საარჩვნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას",-აღნიშნა ჟვანიამ.