საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში წიგნების ელექტრონული ასლების გამოყენების შესაძლებლობაზე მუშაობს. ამის შესახებ დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა:
„უნდა გაჩნდეს ნებაყოფლობითი ალტერნატივა, ელქეტრონული სახელმძღვანელო. ანუ, თუ ოჯახს სურვილი აქვს, რომ ბავშვმა სახლში ვთქვათ, ქაღალდის წიგნებით იმუშაოს, მაგრამ სკოლაში – ელქტრონული ასლებით, ამის საშუალება უნდა ჰქონდეს. მაგრამ ეს ოჯახის გადასაწყვეტია, უნდა თუ არა, მისმა შვილმა ელექტრონული სახელმძღვანელოებით ისარგებლოს“, _ აღნიშნა მინისტრმა.