ქალაქ ოზურგეთში დოლიძის ქუჩასა და თამარ მეფის მოედანზე გზაგამყოფისა და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
დღეს აღნიშნული ტერიტორია ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ მოინახულა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
,,თამარ მეფის მოედანი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე რისკისშემცველი ზონა გახლავთ. აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების დაყენებამ მოძრაობა ვერ დაარეგულირა. შესაბამისად, მოვამზადეთ პროექტი, რომელიც დოლიძის ქუჩასა და თამარ მეფის მოედანზე გზაგამყოფის და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობას ითვალისწინებს. ხსენებული პროექტი ავტომობილებისა და ქვეითების გადაადგილებას უსაფრთხოს გახდის. დოლიძის ქუჩაზე არსებულ გზაგამყოფზე რამდენიმე გადასასვლელი გაკეთდება, რომლითაც განსაკუთრებული საჭიროების პირებიც ისარგებლებენ. უსაფრთხოების კუნძულები კი უნიკალური ჯიშის მცენარეებით გამწვანდება და თამარ მეფის მოედანი ესთეტიკურად მიმზიდველი გახდება, _ განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ. (R)