ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, ასევე ცნობილია როგორც სანიმუშო მეოჯახე. ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიასთან საუბრისას მან განაცხადა, რომ არასოდეს უყვარდა ხმაურიანი საღამოები, "გოგონებითა და სასმელით" – ამის ნაცვლად ის უპირატესობას ოჯახში ყოფნასა და მუსიკის მოსმენას ანიჭებდა.
"მაშინ, მანჩესტერში საოცრება ხდებოდა. იყო მხოლოდ ერთი კლუბი Hაციენდა, სადაც ძალიან საინტერესო ამბები ხდებოდა. მე არ ვყოფილვარ კლუბური ადამიანი. მე ნამდვილად არ ვიყავი კლუბის მუდმივი წევრი ჩემი ცხოვრების არც ერთ პერიოდში – მაშინაც კი, როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, რაც, ასე მგონია, საოცრად დამეხმარა კარიერაში".
90-იანი წლების დასაწყისში, ბექჰემი რომელიც იწყებდა თავის კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში", ვიქტორია ადამსთან შეხვედრამდე, მხოლოდ ფეხბურთითა და მუსიკით იყო გატაცებული.
"მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო რომ იარო სადმე და კარგად გაატარო დრო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩემს სამყაროში მაშინ ყველაფერი "მანჩესტერის" ირგვლივ ბრუნავდა და რა თქმა უნდა თჰე შტონე ღოსეს.
მუსიკის გარდა, რაც მე მაინტერესებდა, იყო ის, რომ მეთამაშა "მანჩესტერში". ეს იყო ყველაფერი ის, რაც მინდოდა ცხოვრებაში."