ინგლისელ მსახიობს კერი გრანტს ჯეიმს ბონდის როლი შესთავაზეს. გრანტი ბონდის პროდიუსერის ქორწილში მისი მეჯვარე იყო, თუმცა პირველი "ჰოლივუდელი" ჯეიმს ბონდი მაინც შონ კონერი გახდა.
ერთხელ ბერტ რეინოლდსმა აღიარა, რომ ცხოვრებაში მისი უდიდესი შეცდომა ის მომენტი იყო, როდესაც უარი თქვა 1977 წლის ფილმში "ვარსკვლავური ომები" ჰანს სოლოს როლის შესრულებაზე.
უილ სმიტმა ფილმ "მატრიცაში" ნეოს როლის შესრულებაზე თქვა უარი. მოგვიანებით კი თქვა, რომ იმ მომენტში, როგორც მსახიობი არასაკმარისად ჭკვიანი იყო და გააფუჭებდა კიდეც "მატრიცას".
"ლამაზმანი" ეს ის ფილმია, რომელმაც ჯულია რობერტსი შექმნა. თუმცა მეძავის როლს თავიდან მოლი რინგუოლდს თავაზობდნენ. მოგვიანებით მსახიობმა თქვა: "არ მახსოვს რატომ ვთქვი უარი, თუმცა ეს თავიდანვე ჯულია რობერტსის როლი იყო."
ფილმში "დაკარგული კიდობნის მაძიებლები" ინდიანა ჯონსის როლი თავიდან ტომ სელეკს შესთავაზეს, თუმცა მსახიობს საკმარისი დრო არ აღმოაჩნდა, რის გამოც უარის თქმა მოუწია.
ჯონ ტრავოლტამ აღიარა, რომ "ფორესტ გამპში" მთავარ როლზე უარის თქმა მისი შეცდომა იყო. კევინ კოსტნერს ფილმში "გაქცევა შოუშენკიდან" მთავარი როლი შესთავაზეს, თუმცა მაშინ ის ფილმზე "წყლის სამყარო" მუშაობდა. მოგვიანებით მსახიობმა აღიარა, რომ ნანობს, რომ როლი ტიმ რობინსზე გადავიდა.
როლზე უარის თქმის ყველაზე გავრცელებული მიზეზი – არასაკმარისად მაღალი ჰონორარია. ასე მოხდა უილიამ კლოდ ფილდსის შემთხვევაშიც, რომელმაც ქვეყანა ოზის ჯადოქრის როლზე თქვა უარი.