გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის (სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურიის მხარე) აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ. კონკრეტულად კი, 11-12 ნოემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე სამუშაოების მიზნით გამოირთვება ქვესადგური „შრომისუბანი“-დან ფიდერები: N1 და N2, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ლანჩხუთის მომსახურეობის ცენტრის სოფლებს: ლესა, ჩიბათი, ჩოჩხათი, სულ 1631 აბონენტს.
11 ნოემბერს ოზურგეთში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელ.ენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ 10:30 საათიდან 14:30 საათამდე სოფლებს: ლაითური, ხვარბეთი, ნარუჯა, მერია, გურიანთა, სულ 3315 აბონენტს.
14 ნოემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ლანჩხუთი-წევა“ -დან ფიდერები რიგრიგობით : N1, N15, N16, N21, N22, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ლანჩხუთის მომსახურეობის ცენტრის 6137 აბონენტს (ქალაქი ლანჩხუთი და სოფლები: ნიგოეთი, აცანა, მამათაი, შუხუთი და მიმდებარე სოფლები).
15 ნოემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ლანჩხუთი-წევა“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება 2-ჯერ 2 წუთით შეეზღუდებათ ლანჩხუთის მომსახურეობის ცენტრის 6137 აბონენტს (ქალაქი ლანჩხუთი და სოფლები: ნიგოეთი, აცანა, მამათაი, შუხუთი და მიმდებარე სოფლები).
სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
საუბრის დასასრული