რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ისრაელში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე ოდესის ყოფილი გუბერნატორის, კარიერა შეაფასა. ჟურნალისტის კითხვაზე გადადგა თუ გადააყენეს მიხეილ სააკაშვილი, მედვედევმა უპასუხა, რომ სააკაშვილმა კარიერა ცუდად დაასრულა.
„ოდესის გუბერნატორის გადაყენება არ არის ძლიერ მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგრამ ამის მიუხედავად რუსულად ვიტყვი: ამ მგზავრმა კიდევ ერთხელ, რასაც ჰქვია, ჩაისვარა და უკრაინისთვის, სამწუხაროდ, რომელიც იმედოვნებდა ოდესის აყვავებას ამ მრავალმხრივ გამოცდილი ადამიანის მოსვლით, შედეგი ნულია, უარყოფითი“, _ განაცხადა რუსეთის პრემიერმა.