ჟესტების ენაზე მამაკაცებიც საუბრობენ. მთავარია, მიუხვდეთ მათ და მისცეთ საშუალება, გადმოდგას პირველი ნაბიჯი. მაგალითად, ამბობენ, რომ, როცა მამაკაცი პერანგის ღილს იხსნის და საყელოს იღეღავს, ის ფლირტისთვის ემზადება. რატომაც არა, ხომ მართალია?!
საათი და სამაჯეები – საათსა და სამაჯეებს ხშირად თავდაჯერებული მამაკაცები ისწორებენ. მით უმეტეს, თუ ერთიც ძვირფასია და მეორეც. ის განიშნებთ: მე ვიცი ჩემი თავის ფასი და შეიფერე, რომ არჩევანი სწორედ შენზე შევაჩერეო. თუ არ გინდათ, მან თქვენზე ძალაუფლება განამტკიცოს, მაშინ თავი ამაყად ასწიეთ და მიახვედრეთ, რომ ღირსეული მოწინააღმდეგე ხართ.
ჰალსტუხი – ეს მამაკაცისთვის ნივთიც არის და პროფესიულ-სოციალური ატრიბუტიც. ღირსება ამ ერთ ნივთშია გამონასკვული. მამაკაციც ცდილობს, თავისი პრინციპული, სერიოზული დამოკიდებულება გაჩვენოთ ყველაფრისადმი. ერთი სიტყვით, თქვენ წინ ძალიან სერიოზული და მიზანდასახული მამაკაცია.
ბეჭედი – დიდი, თვალშისაცემი ბეჭდები მოსწონთ მამაკაცებს, რომლებსაც არც პრობლემების ეშინიათ და არც თქვენი უარის. სცადეთ და წინ აღუდექით მის სურვილს!