სინოპტიკოსები 15 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის ვარდნას პროგნოზირებენ. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებან, ხვალ, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი დღისით შესაძლებელია მცირე წვიმა იყოს.
ხვალ ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +20 +25 გრადუსის, აღმოსავლეთ საქართველოში + 13 +18 გრადუსის, თბილისში +14 +16 გრადუსის ფარგლებში იქნება.
14 ნოემბერს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღისით მოსალოდნელია ნალექი, 15 ნოემბერს კი, მთელი საქართველოს მასშტაბით იწვიმებს და ჰაერის ტემპერატურაც საგრძნობლად დაიკლებს. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში +10 +15 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსაველთ საქართველოში კი უფრო ნაკლები.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ წვიმიანი ამინდი მომდევნო დღეებშიცაა მოსალოდნელი. 16-17-18 ნომბერს დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა და როგორც ბარში, ასევე მაღლობში, ხოლო მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი.