აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ტელეკომპანია CBS-თან, გადაცემა "60 წუთში" საუბრისას დაადასტურა, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას გეგმავს. ახლადარჩეული პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-დან 3 მილიონი მიგრანტის დეპორტირებაც მოხდება.
„იმ ადამიანების დეპორტაციას ვაპირებთ, ვინც დამნაშავეები არიან და კრიმინალური წარსული აქვთ, არიან ნარკოტიკებით მოვაჭრეები და სხვადასხვა ბანდის წევრები. ასეთი ადამიანების რაოდენობა 2-3 მილიონია. ჩვენ ან მათ დეპორტაციას მოვახდენთ ან ციხეში ჩავსვამთ“, _ განაცხადა დონალდ ტრამპმა.