გუშინ, გვიან ღამით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფელ მოედანში, ხანძრის შედეგად სარიშვილების ხუთსულიანი ოჯახის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის კერა სახლის მეორე სართულზე წარმოიშვა და სავარაუდოდ, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროგაყვანილობაა.
სოფელში გამგებლის წარმომადგენლის, რევაზ ფაცურიას ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, თუმცა, ხანძრის ლოკალიზება ვერ მოხერხდა, სახლის ორივე სართული მთლიანად დაიწვა და საცხოვრებლად უვარგისია.
მისივე თქმით, ხანძარის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა და სარიშვილების ოჯახი ამჯამად მათსავე კუთვნილ დამხმარე სახლს აფარებენ თავს, რომელიც ხანძარს გადაურჩა.