პროფესორი ბრაიან ვანსინკი კორნელის უნივერსიტეტიდან თვლის, რომ მიაგნეს ხერხს – როგორ გახადონ პროდუქტები პატარებისათვის მიმზიდველი.
ექსპერიმენტში მონაწილეობდა 23 ბავშვი და 46 მოზრდილი. მათ უჩვენებდნენ თეფშზე მოთავსებულ პროდუქტების სხვადასხვა ნაკრებს. ექსპერიმენტის მონაწილეებს უნდა აერჩიათ ყველაზე მიმზიდველი ვარიანტი.
ბავშვებმა აირჩიეს თეფშები, რომლებზეც მოთავსებული იყო ექვსი ფერის შვიდი სხვადასხვა პროდუქტი. მოზრდილებმა კი აირჩიეს სამი ფერი და სამი პროდუქტი. ბავშვებისათვის თეფში ავტომატურად ხდებოდა სასურველი, როდესაც მასზე ხვდებოდათ პროდუქტებისგან გამოთლილი სასაცილო სახეები და ფიგურები.
ბრაიან ვანსინკი ზედიზედ რამდენიმე წელიწადია "კვების შერლოკ ჰოლმსის" წოდების მფლობელია.