ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ დამფუძნებლმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ლარის კურსის დაცემის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში თავისუფალი სავალუტო რეჟიმი უნდა დაუშვან.
"გირჩი" არის ერთადერთი, რომელიც ამ თემას ლობირებს, რომ ჩვენ არ გვჭირდება ისეთი მონეტარული სისტემა, როგორიც ახლა გვაქვს. საერთოდ ლარზე როგორც მონეტარულ ინსტრუმენტზე უარი უნდა ვთქვათ და უნდა დავუშვათ ქვეყანაში თავისუფალი სავალუტო რეჟიმი, ანუ მოქალაქეებს და პოტენციურ ინვესტორებს უნდა მივცეთ საშუალება, გამოიყენონ ის ვალუტა, რაც მათთვის არის სანდო".
დიახ, უარი უნდა ვთქვათ ეროვნულ ვალუტაზე, თორემ თუ ჩვენ გვინდა, რომ ლარი შევინარჩუნოთ, ახლაც ჭრის ეროვნული ბანკი ოქროს ლარიანებს, თუ უნდა რომ ჰქონდეს ეს ოქროს ლარიანი, ჰქონდეს. ეს იქნება განსაზღვრული ოქროს ფასით მსოფლიო ბირჟაზე და ის არ იქნება ეროვნული ბანკის ხელში რაღაც ინსტრუმენტი, რომლითაც შეუძლია ჩაერიოს და ეკონომიკაში რაღაცები აურ-დაურიოს", _ განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.