აუდიტორია 115-ის წევრებმა საარჩევნო უბნების პიკეტირება დაიწყეს. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით უბნები დაიხურა.
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შესასვლელში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "აუდიტორია 115"-ის წევრებმა უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის სახელზე მიმართვა გაავრცელეს, სადაც მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ მათ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს ითხოვენ.
.