პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის კრიტიკისგან,მიუხედაბად იმისა, რომ ხიდაშელმა ბევრჯერ დაარღვია ეთიკა.
ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა
„თინა ხიდაშელმა განცხადება გამოაცხადა პირდაპირ ეთერში, სამწუხაროდ. მე ამდენი ხანი საჯარო სირცეში კრიტიკისგან თავს ვიკავებდი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ერთი კაბინეტის წევრები ვიყავით. სამწუხაროდ, მისი მხრიდან ეს ეთიკა ბევრჯერ დაირღვა. მე ბევრჯერ შეიძლება გული მეტკინოს ამაზე, მაგრამ არაუშავს. პოლიტიკაში გულისტკენები არ არის მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იყო შესაბამისობაში იმ გრძელვადიან სტრატეგიასთან, რომელიც ჩვენ ერთად გვაქვს დამტკიცებული, მაგრამ იყო მოუმზადებელი იმ დროსა და სივრცეში, როცა მიიღეს“, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.