დღეს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო მხოლოდ ერთი საკითხი.
საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ლავრენტი ბიგვავამ მომავალი წლის ბიუჯეტზე ვრცლად ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბიუჯეტის და პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტი უკვე მეოთხედ განიხილეს კომისიებმა, ასევე, იქნა განხილული საჯაროდ, გამოიტანეს ბიუროზეც და განიხილეს, საბიუჯეტო კომისიამ დადო დასკვნა, რეკომენდაციები გადმოსცა, საკრებულომ მერიას შენიშვნა-რეკომენდაციის სახით, ბიუჯეტის პროექტი უკან დაუბრუნა.
ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა დეპუტატმა გოჩა ძიმისტარაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ შინაარსის სახით მისთვის მისაღები არ იყო. მან ყურადღება გაამახვილა ა(ა)იპ-ებში დასაქმებულებზე და ასევე ისაუბრა, იმაზე, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით არ უნდა ფინანსდებოდეს ბაღები და თეატრი.
ძიმისტარაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ხმაური მოჰყვა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ბოლოს, დეპუტატებმა ლევრენტი ბიგვავამ და ნათია შარაშენიძემ ერთმანეთი ეპითეტებით შეამკეს:
ნათია შარაშენიძემ ლავრენტი ბიგვავას საბჭოეთის მოქალაქე უწოდა, რაზეც ბიგვავამ უმალვე მიუგო პასუხი: “ეს ბიუჯეტის პროექტი არის საუკეთესო ნიმუში, სირცხვილი კი თქვენ, სუფთა ბატისტვინა ხართ",