საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ავტობანებზე ციმციმებიანი ავტომანქანების მოძრაობის შეზღუდვა მოითხოვა და შესაბამისი დავალება, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შს მინისტრს მისცა:
„ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ შემხვდა ციმციმებიანი შავი "ჯიპების" მოძრაობა, არამარტო ქალაქში, არამედ ავტობანებზეც. მინდა, გთხოვოთ, შესაბამისი ზომები იქნას მიღებული პატრულის მხრიდან. მე პირადად პრემიერის მანქანაზე თითქმის არ ვიყენებ ამ სოციალური სიგნალების მაჩვენებელს და მინდა, გთხოვოთ, ყველა ფუნქციონერმა გაითავისოს იგივე სტანდარტი, ციმციმა მხოლოდ კანონის დადგენილი წესით იყოს გამოყენებული.
შუქურა საკმაოდ გამაღიზიანებლად მოქმედებს ჩვენს მოსახლეობაზე. დიდი იმედი მაქვს, ამ განცხადების შემდეგ თავად მიიღებენ ასეთ ზომებს. თუ მაინც იქნება გამონაკლისი შემთხვევები, გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა აღკვეთოთ ასეთი ტიპის მოძრაობა ქუჩებში, ქალაქებსა თუ ავტობანებზე“, _განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.