საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით ონლაინ სესხები აიკრძალება. მისივე თქმით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად შესაბამის პაკეტს უკვე ამზადებს.
_ პროექტის მიხედვით, იკრძალება ონლაინ სესხების გაცემა, რაზეც მთავრობამ, ასევე იმუშავა ეროვნულ ბანკთან ერთად. ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, რასაც ზოგ შემთხვევაში მომენტალური, მოკლევადიანი, გარკვეულ შემთხვევებში კი გრძელვადიანი ეფექტი და შედეგი ექნება, _ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.