1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზრდება _ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„2017 წლის ბიუჯეტის პროექტი გულისხმობს რიგ ცვლილებებს შემოსავლების მობილიზების თვალსაზრისითაც, რაც შესაძლოა საზოგადოების გარკვეული სეგმენტისთვის იყოს მტკივნეული, თუმცა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა ცვლილება, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ ერთ საერთო მიზანს ემსახურება _ ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც პირველ რიგში აისახება ადამიანების დასაქმებასა და კეთილდღეობაზე.
ეს გზა გაიარა ყველა ქვეყანამ, რომლის ეკონომიკაც სწრაფად განვითარდა“, _ აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.