მეცნიერებმა შვრიის კიდევ ერთი დადებითი თვისება აღმოაჩინეს. ბავშვებისათვის და მოზრდილებისათვის შვრიის ფაფა ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო საკვებად ითვლება. მის შემადგენლობაში ვიტამინების ისეთი უნიკალური კომპლექსი და მიკროელემენტები შედის, რომლებიც დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ენერგეტიკულ პოტენციალზე. დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს, დადებითად მოქმედებს განწყობაზე და რაც მთვარია სიცოცხლეს ახანგრძლივებს.
ჩრდილოეთ კაროლინის შტატის სოფლის მეურნეობისა და ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვობაში შვრიის ფაფის რეგულარული მიღება, არაჩვეულებრივი საშუალებაა ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის ზრდასრულ ასაკში.
სპეციალისტები აკვირდებოდნენ 3 წლის ასაკიდან ბავშვებს შვიდი წლის განმავლობაში, აღმოჩნდა, რომ ის ბავშვები, რომლებიც კვირაში 5 დღის განმავლობაში იღებდნენ შვრიას, ორჯერ ნაკლებად იტანჯებოდნენ ჭარბი წონით, ვიდრე ისინი, ვინც ან საერთოდ არ იღებდნენ ან იშვიათად მიირთმევდნენ შვრიას. სხეულის ნორმალური წონა კი, თავის მხრივ, არსებითად ამცირებს ავთვისებიანი სიმსივნეების გაჩენის რისკს.