ბოლო მონაცემებით, სტამბოლის ცენტრში Vodafone Arena-ს სტადიონთან მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულია 29 ადამიანი და დაშავებულია 166 ადამიანი.
დაღუპულთა შორის 27 პოლიციელია _ თავდასხმის სამიზნეს პოლიციელების ავტობუსი წარმოადგენდა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით აფეთქებების ორგანიზებასთან კავშირში მყოფი 10 ადამიანი უკვე დაკავებულია.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.