ცნობილი მომღერალი ჯორჯ მაიკლი, ბოლო პერიოდში, ნარკოდამოკიდებული გახდა.
ჯორჯ მაიკლის ძმის ცოლმა, ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა:
"ძალიან ვღელავთ მისი ჯანმრთელობის გამო. ის ძალიან ბევრ ნარკოტიკს მოიხმარს, დაწყებული მარიხუანიდან დამთავრებული კოკაინამდე, ეს საშინელებაა. ის, სვამს კიდეც და გატაცებულია აზარტული თამაშებით".
ჯორჯ მაიკლის წარმომადგენლებმა უარყვეს მისი სიტყვები და განაცხადეს, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებით მომღერალს არანაირი პრობლემები არ აქვს.
მიუხედავად ამისა, ახლა მაიკლი სამკურნალო კურსს გადის შვეიცარულ კლინიკაში "Kusnacht".
აღნიშნულ საავადმყოფოში ყოფნა და ცნობილ ექიმებთან მკურნალობა თვეში 200 000 ევრო ღირს.