ლარი გაუფასურებას განაგრძობს _ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.7412 ლარი იქნება.
დღემდე მოქმედი კურსით ერთი დოლარი 2.6837 ლარი ღირდა.
ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც _ ხვალიდან ერთი ევროს შეძენის ოფიციალური კურსი 2.8615 ლარი იქნება.