საუკეთესო მეგობრები არიან ლივ ტაილერი და ევა მენდესი. თუმცა, ბევრი კითხულობს რა აკავშირებთ ამ ორ ადამიანს: ევა სექს-სიმბოლო და გასართობი ღონისძიებების შეუცვლელი წევრია. ლივ ტაილერი კი, პირიქით გაურბის ხმაურიან საღამოებს და ნიუ-იორკში შვიდი წლის ვაჟს ზრდის.
ნიკოლ რიჩისა და ჯესიკა ალბას ხშირად ხედავენ ერთად ვარსკვლავურ ღონისძიებებზე. მათ ბევრი საერთო აქვთ, განსაკუთრებით კი: ორივე ახალგაზრდა დედაა და ორივეს უყვარს მოდურად ჩაცმა.
მიუხედავად იმისა, რომ კორტნი და კიმ კარდაშიანები დები არიან, ისინი ძალიან მეგობრობენ. ერთმანეთს ენდობიან, ბიზნესშიც ერთად არიან და "შოპინგზეც" ერთად უყვართ სიარული.
ემა სტოუნი და ტეილორ სვიფტი ყველაზე ერთგული მეგობრები არიან. მათი ნახვა ყოველთვის შეიძლება ხმაურიან წვეულებებზე, "შოპინგებზე", ჰოლივუდურ ღონისძიებებზე.
ბიონსეს თითქმის ყველა კონცერტზე, შეიძლება შენიშნოთ გვინეტ პელტროუ. გვინეტი ხშირად აღნიშნავს, რომ ბიონსე ყველაზე საუკეთესო მეგობარი და არაჩვეულებრივი მომღერალია.
საუკეთესო მეგობრები არიან ბლეიქ ლაივლი და ფლორენს უელჩი. ისინი ყოველთვის ესწრებიან ერთმანეთის საღამოებს და "შოპინგებზეც" ერთად დადიან.