საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთევან ქარდავას ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე თანხმობა განაცხადეს. ამის შესახებ ქარდავა სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს გაიმართა ევროკავშირის ელჩების შეხვედრა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე. დიპლომატებმა მხარი დაგვიჭირეს, თანხმობა განაცხადეს და დაეთანხმნენ სამმხრივი მოლაპარაკების დროს შედგენილ ტექსტს. კიდევ ერთი ნაბიჯით წავედით წინ. ველოდებით ლიბეს კომიტეტს 2017-ში, კენჭისყრას პარლამენტში და თავისუფალი მიმოსვლის ამოქმედებას. სლოვაკეთს მადლობა პოზიტიურად დამთავრებული ე.წ. კორეპერისთვის. მათ შეიტანეს დღის წესრიგში და ეს მათი პრეზიდენტობის დროს ელჩების ბოლო შეხვედრა იყო", _ წერს ქარდავა საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.