კომპანია "თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება 27 დეკემბერს დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას, იოსებიძის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.