მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ცოლმა ოჯახური კონფლიქტის დროს 28 წლამდე მეუღლე ნაჯახით მოკლა.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 11-108 მუხლით, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო: ინტერპრესნიუსი