საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 175 მსჯავრდებული, _ ამის შესახებ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა. შეწყალებულ ბრალდებულთაგან 22 მსჯავრდებული დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, მათ შორის 12 ქალბატონი.
"შეწყალების საკითხთა კომისია მუშაობდა 2016 წლის 13 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით და შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც მიაწოდა პრეზიდენტს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ დღეს, 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 175 მსჯავრდებული, რომელთაგან 14 ქალბატონია“, _ განაცხადა ზვიად ქორიძემ.