ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის საქმეში პროკურატურის მოწმეა.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მას გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დაწერილი და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
მამალაძის თქმით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გადაცემა "არჩევანში" იმის გაცხადებით, რომ მამა გიორგი ფარულად ირაკლი მამალაძემ ჩაწერა, ჟურნალისტიკის ყველა წესი დაარღვია, წყარო გათქვა და თუ მას რაიმე დაემართება, პასუხისმგებელი ტელევიზია იქნება.
_ ჩემი ცხოვრების მანძილზე არავისთვის არც არაფერი არ დამიბრალებია და არც გული მიტკენია. ძალიან რთულია ჩემთვის ეს მდგომარეობა, მაგრამ როცა დანაშაულისკენ გიბიძგებენ, არსებობს სხვა ალტერნატივა?! _ ამბობს მამალაძე.
_ ეს როგორ გავიგოთ?
_ გამგები გაიგებს. მეტი რა გითხრათ?! ანუ სხვა გზა არ მქონდა.
_ თქვენ გააკეთეთ ჩანაწერი?
_ არა, ასეც არის არის, _ თქვა მამალაძემ და კითხვაზე კონკრეტული პასუხი აღარ გაუცია.