რუსეთი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე ჰაკერულ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
იტალიის მთავრობა ადასტურებს, რომ თავდასხმა დაშიფრული სისტემით შარშან გაზაფხულზე მოხდა და 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი, პაოლო ჯენტილონი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო, აცხადებს, რომ ის ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი არ გამხდარა, რადგან საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს ელ ფოსტით სარგებლობას ერიდებოდა.
როგორც ცნობილია, ოფიციალურად არ დასტურდება, რომ ჰაკერული თავდასხმის უკან რუსეთი დგას.
THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, ადამიანები, ანონიმურობის პირობით ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროზე თავდასხმა იტალიის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის მოპოვები მცდელობა იყო.
მაუწყბელის ცნობით, ჰაკერული თავდასხმით შესაძლოა რუსეთმა გავლენა მოახდინოს იტალიაში გასამართ არჩევნების შედეგებზე.
პოლიტოლოგის და კიბერ ექსპერტის, რაფაელ მარჩეტის თქმით, იტალიამ ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების დაცვა გააძლიერა და ამ მიზნით შინაგან საქმეთა მინისტრად მარკო მინტი კიბერ საკითხებში გამოცდილების ქონის გამო დანიშნა, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
როგორც ცნობილია, ამ წლის დასაწყისში სამართალდამცავებმა სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურის ელ ანგარიშებზე უკანონო წვდომისთვის ამერიკელი და-ძმა დააკავეს.
გავრცელებული ცნობით, ისინი ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან და ჰაკერულ თავდასხმასთან კავშირს უარყოფენ.
ამავე თემაზე:
მასშტაბური კიბერთავდასხმა აშშ-სა და ევროპაზე
რუსმა ჰაკერებმა The New York Times-ზე კიბერშეტევა განახორციელეს