ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე "რუსთავი 2-ის" მხარდასაჭერი აქცია იმართება. 8 პოლიტიკური პარტია რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს. აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროდან დაიძრნენ და უზენაეს სასამართლოსთან მივლენ. მათი განცხადებით, 15 თებერვლამდე სასამართლო "რუსთავი 2"-ის საქმეზე უკანონო განაჩენის გამოცხადებას გეგმავს.