გარემოს ეროვნული სააგენტო 9 – 12 თებერვალს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
რომლის მიხედვითაც, 9 თებერვალს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი.
აღმოსავლეთ საქართველოში, 9 თებერვალს, ნალექია მოსალოდნელი უმეტესად თოვლის სახით. ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება 13 თებერვლამდე.
ჰაერის ტემპერატურა 0, +5 გრადუსი იქნება. დედაქალაქში 9 თებერვალს თოვლჭყაპია მოსალოდნელი, 10 – 12 თებერვალს მცირე თოვლი.
10 – 12 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +2 , +7 გრადუსი იქნება.

































































