ამერიკელმა მკვლევარებმა რობოტის ხელი (Robot Arm) გამოსცადეს, რომელსაც პაციენტი საკუთარი ხელის მოძრაობაზე ფიქრით აკონტროლებს.
პროექტში, სახელწოდებით "Brai Gate", მეცნიერებმა ბრაუნის უნივერსიტეტიდან და მასაჩუსეტის მთავარი საავადმყოფოდან, ორი პარალიზებული მონაწილე მოიწვიეს, რომლებსაც გონებრივი აქტივობით უნდა გაეკონტროლებინათ რობოტის ხელი.
BBC-ის ცნობით, ტვინში იმპლანტირებული სენსორები რობოტს ბრძანებას გადასცემს, შესაბამისად, რისი გაკეთებაც ადამიანს მოუნდება, რობოტს გააკეთებინებს.
მეცნიერების თქმით, რობოტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს დამოუკიდებლობას დაუბრუნებს. ადამიანმა, რომელიც ვიდეოში თავისით სვამს ყავას, ბოლო 15 წლის მანძილზე პირველად გააკეთა ეს.
პაციენტი, რომელსაც ლაპარაკი არ შეუძლია, შემდეგი გადასცა მეცნიერებს: საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი, ყავა დახმარების გარეშე დავლიე. აღფრთოვანებული ვიყავი. იმედის და დამოუკიდებლობის უდიდესი გრძნობა მქონდა.